LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით 216 758 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა“ – საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა

130
Untitled design (1)

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები