LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილებისთვის ”შაზამი” შეიქმნა

83

კომპანია Blippar-მა, რომელიც მობილურ შეთავაზებებსა და ინტერნეტ ტექნოლოგიების შემუშავებაზე სპეციალიზირდება, ავტომობილებისთვის ”შაზამი” გამოუშვა, უფრო სწორად კი უკვე არსებული შეთავაზება გააფართოვა, რომელიც სხვადასხვა ობიექტებისა და მათი მახასიათებლების ამოცნობის შესაძლებლობას იძლევა.

Shazam – კარგად ცნობილი შეთავაზებაა მუსიკის ამოსაცნობად. საკმარისია მხოლოდ მელოდია ”მოასმენინო” და ის შემსრულებლის სახელსა და სიმღერის სახელწოდებას წერს, ასევე, შეუძლია სიმღერის ტექსტიც ”მოძებნოს”.

წინათ პროგრამა Blippar ”ცნობდა” ყვავილებს, ცხოველებს, კერძებსა და სახეებს, ახლა კი შეუძლია ავტომობილები ”იცნოს”, თუმცა მხოლოდ ის მოდელები, რომლებიც 2000 წლის შემდეგ აშშ-ს ბაზარზე გამოდის.

შეთავაზებას შეუძლია ავტომობილზე ისეთი ინფორმაცია ”შეაგროვოს”, როგორიც არის ტექნიკური სპეციფიკაციები, გამოსვლის თარიღი, მფლობელების გამოხმაურებები და სავარაუდო ღირებულება. გარდა ამისა, შეთავაზება სალონში ვირტუალურ ტურსაც მოიცავს.

საინტერესოა, რომ პროგრამა ხედავს არა მხოლოდ დაპარკინგებულ ავტომობილებს, Blippar-ი მოძრავ ავტომობილზეც მუშაობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილის სიჩქარე 24 კილომეტრ/საათს არ აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები