LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის გამონაბოლქვი ადამიანების ფსიქიკას აზიანებს

109
ავტომობილის გამონაბოლქვი ადამიანების ფსიქიკას აზიანებს

ავტომობილის გამონაბოლქვი, რომელიც დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს, აშშ-ს მაცხოვრებელთა ფსიქიკას აზიანებს. საინტერესო კვლევა დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე რომ, ნეიროტოქსინები მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სპეციალისტთა აზრით, ბოლო 75 წლის განმავლობაში მენტალური აშლილობის 151 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და მიზეზად სწორედ გამონაბოლქვს თვლიან. ყველაზე ხშირად ამერიკელებს დეპრესიის სინდრომი, შფოთი და ყურადღების დეფიციტი – ჰიპერაქტიურობით აწუხებთ.

როგორც მეცნიერები აზუსტებენ, ტყვია ნეიროტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ტვინის ფუნქციას ცვლის და მის უჯრედებს აზიანებს. ამასთან, ამ ტოქსინის ზემოქმედების უსაფრთხო დოზა არ არსებობს. ყველაზე მეტად ტყვია ბავშვებს აზიანებს და მათ შემთხვევაში ტვინის განვითარებას უშლის ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები