ავტომობილის მდინარეში გადავარდნის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ქედაში, ცხმორისის გზაზე მახდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება უკვე დაიწყო 276-ე მუხლის მე- 7 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოწვია 2 ადამიანის გარდაცვალება.