LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის საქარე მინას კუ დაეჯახა და შიგნით გაიჭედა

144
sku-news

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიაში უჩვეულო ავარია მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებელი ლატონია ლარკი, ძმასთან კევინთან ერთად საკუთარი ,,ჰუნდაით” გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილს უეცრად ცოცხალი კუ დაეჯახა.

თავიდან ქალს ეგონა, რომ საქარე მინას აგური დაეცა და მხოლოდ გაჩერების და უკეთ დაკვირვების შემდეგ მიხვდა, რომ ავტომობილი საკმაოდ მოზრდილმა ზღვის კუმ დააზიანა. უფრო მეტიც, შეჯახების შემდეგ კუ საქარე მინაში გაიჭედა და მგზავრის სავარძელში მოთავსებული კევინი მინის ნამსხვრევებით დააზიანა.

კევინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. თავად ლატონია არ დაზარალებულა და მხოლოდ მცირე შოკი მიიღო.

ექსპერტთა შეფასებით, რომ არა მძღოლის სწრაფი რეაქცია, სიჩქარის შემცირება და გაჩერება, კუ ალბათ სალონში შევარდებოდა და დაზიანებებიც ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები