თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი ბარათაშვილის ხიდზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც პანდუსიდან ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.