კახეთში ავატოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გომბორის უღელტეხილზე ერთამანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდევ სამი მგზვარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.