საგარეჯოში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.