ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – უნივერსიტეტის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება , 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.