LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე – დაშავებულია 2 ადამიანი

131

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – უნივერსიტეტის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება , 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები