ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყალის ხევში გადავარდა.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილში მათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა მგზავრებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.