ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცხრავე პაციენტი ამ დრომდე ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
ისინი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.