მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 6 ავტომობილი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამას სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.