LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აწარმოე საქართველოს” ბენეფიციარები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

84

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, გრანტის სახით 5 000 ლარს მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ დროისათვის, პროგრამის ამ ნაწილში 1300-ზე მეტი ბენეფიაციარია გამოვლენილი, 500 ბენეფიციართთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მათ შორის, 100-ზე მეტს თანხაც ჩაერიცხა.

„მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი 636 ბენეფიციართან. ეს ჯამში 6,5 მლნ ლარია,“ – განმარტა ქუმსიშვილმა.

მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა მოიწონა და ის განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

mazda magti 5g