LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

407
sssssss

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არ მოდუნებულა და მკვლელებს ყურადღებას არ მოაკლებს.

თამაზაშვილი მისი შვილის მკვლელებს ემუქრება და აცხადებს, რომ დანაშაულის დამფარავებს მკვლელებზე უარესი ცოდვა მიუძღვით.

“მკვლელებო!!!

არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ  გულში ლახვარს,როცა არ მოელოდებით.როგორც თამუნას მოექეცით,რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს, მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით” – წერს თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, ბოლო განცხადებაში თეონა თამაზაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მისი შვილის უახლოეს მეგობარს დეა კაპანაძეს გარკვეული ინფორმაცია აქვს თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს ეჭვი თეონა თამაზაშვილმა იმით განმარტა, რომ დეა კაპანაძემ ბოლო გამოკითხვაზე განსხვავებული ჩვენება მისცა, მასთან შეხვედრას კი თავს არიდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g