LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით…თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო: ბაჩალიაშვილის დედა

332
BeFunky-collage (12)

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ სოციალურ ქსელში მორიგი მიმართვა გაავრცელა.

“სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! თქვენ თვითონვე აღიარეთ ჩემი შვილის მკვლელობა!- ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

“მკვლელებო!!! არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ გულში ლახვარს, როცა არ მოელოდებით.

როგორც თამუნას მოექეცით, რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს,მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით.”- წერს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა თბილისის პროკურატურაში, მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმის მასალების გაცნობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, თვითმკვლელობის ვერსია ძალაში ვერ დარჩება, რადგან, ეს მკვლელობაა. როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, საჭირო თუ გახდება, ისინი ცხედრის ექსჰუმაციასაც ჩაატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g