23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს.
თეონა თამაზაშვილი, თავსი შვილის ტრაგედიაში 3 მაღალჩინოსანს ადანაშაულებს.
ის არ აკონკრეტებს თუ ვის გულისხმოს, თუმცა მოუწოდებს, რომ თავად აღიარონ ჩადენილი დანაშაული, სანამ მათი შვილები ამის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით გაიგებენ.
“სამო მაღალჩინოსანო მკვლელო!!!
გირჩევნიათ გონს მოეგოთ,გეყოთ ვაჟკაცობა,რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა,რომ ფილმ “მონანიება”სავით არ დაგემართოთ.ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები,თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე.ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს,რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ.ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა,”-წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.