LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში ერთ წელში 4 901 პირია რეგისტრირებული – შემოსავლების სამსახური

160
Gambling concept

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.

“ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული:

http://bit.ly/3hlXNkm 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები