საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო ტრანსპორტით ისევ შეუძლიათ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ცვლილებები შეიტანა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების“ შესახებ დადგენილებაში.
საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის საჰაერო საზღვარი კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გაიხსნა. სიაში სულ 17 ქვეყანაა: ალბანეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, კოლუმბია, მოლდოვა, უზბეკეთი, პაკისტანი, პერუ, ტაჯიკეთი, ტაილანდი, ტუნისი, თურქმენეთი და ვენესუელა.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანმა საზღვრები 2020 წლის აპრილში ჩაკეტა.