LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია

235
მიწისძვრა

აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციით, დღეს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კი, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g