ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე 575 მილიონი დოლარი დაიხარჯება, თუმცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი არ გამორიცხვას რომ ეს თანხა კიდევ გაზიარდოს.
როგორც დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის აზერბაიჯანის სახელმწიფომ გამოყო 200 მილიონი დოლარი, მეორე ტრანშის დროს ეს თანხა 575 მილიონს შეადგენდა. ჯამში ამ რიცხვა 775 მილიონს მიაღწია, რომლის დიდი ნაწილი, მამედოვის განცხადებით, გახარჯულია. საქართველოს მონაკვეთზე კი მშენებლობის დასრულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ფარგლებში მოხდება.
ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაც დაადასტურა. ასევე აზერბაიჯანის და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრებმა დაადასტურეს, რომ პროექტი დარსულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
”სამ ქვეყანაში სადაც პროექტი ხორციელდება, საკმაოდ რთული რელიეფია, რაც ართულებს სამუშაოების მიმდინარეობას. მშენებლობის დროს იყო სიძნელეები და დაგვიანება ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, თუმცა მძიმე სამუშაოები უკვე უკან მოვიტოვეთ და გადავდივართ დასკვნით ეტაპზე”, – განაცხადა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა რომ 2017 წლის პირველივე თვიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში შევა და გაატარებს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მატარებლებს.