LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში ქართულ ტელევიზორს უყურებენ

196

აზერბაიჯანში ქართულ ტელევიზორს უყურებენ. კომპანია AG Telekom-მა მეზობელ ქვეყანაში ქართული ტელევიზორების ექსპორტი დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანში საწყის ეტაპზე 400 ცალი ტელევიზორი გაიგზავნა და მათი გაყიდვა წარმატებით ხორციელდება.

”ხელშეკრულება გავაფორმეთ ადგილობრივ დილერებთან, რომლებიც თავად ანაწილებენ ქსელში ქართულ ტელევიზორებს. რეალიზაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, პროდუქცია თითქმის 100%-ით გაიყიდა. ახალი წლიდან კი საექსპორტო ტელევიზორების რაოდენობას გავზრდით და განახლებულ პარტიას გავაგზავნით მეზობელ ქვეყანაში”, – განმარტა მაზმიშვილმა და დასძინა, რომ, მეზობელ ქვეყანაში AG Telekom-ის ტელევიზორების გაყიდვები ერთი თვეა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსმა” პირველი ქართული ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში 2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა და იყიდება შემდეგ სავაჭრო ქსელებში: ”გორგია”, ”ალტა ოქეი”, ”მეტრომარტი” და ”მეგატექნიკა”. კომპანია ამ ეტაპზე 2 სახეობის ტელევიზორს უშვებს: ერთი 32-ინჩიანია, მეორე კი 40-ინჩიანი. მათი გასაყიდი ფასი კი, შესაბამისად, 450 და 650 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები