აზერბაიჯანმა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი, რუსული პროპაგანდისტული მედია-საშუალება, Ria Novosti დაბლოკა. ამის შესახებ რუსული გამოცემის კორესპონდენტი იუწყება.
მათი ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება „რია ნოვოსტი“-ს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდება, კერძოდ იმგვარი ინფორმაციის გავრცელების გზით, რომელიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
საუბარია დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის მთავრობის წევრთან გამოქვეყნებულ ინტერვიუზე.