LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებამ, შესაძლოა, ლარზე უარყოფითი გავლენა იქონიოს

113

აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, შესაძლოა, ლარზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.  ამის შესახებ ”ფორტუნას” თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ განუცხადა.

როგორც ანგურიძემ განმარტა, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ აზერბაიჯანის არამდგრადი ვალუტის კურსი გავლენას იქონიებს საქართველოზეც.

ოთარ ანგურიძე რისკების თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს და აცხადებს, რომ სებ-მა საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი უნდა დაამყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევს და ეროვნულ ვალუტას უფრო მეტი საფრთხე დაემუქრება.

”ჩვენ არ ვიცით, რა რისკებს ხედავს ეროვნული ბანკი და რას გეგმავს ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. მას  უნდა ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არ შეიქმნას პანიკა. ვნახეთ, რომ ნაკლებმა კომუნიკაციამ შარშან ვალუტაზე შეტევა მოიტანა. სებ-მა საზოგადოებას უნდა ამცნოს, თუ როგორ აპირებს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტას”, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

გუშინ აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა თითქმის 50 %-ით გაუფასურდა.

magti 5g