LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აზიმუტი” სოჭიდან თბილისის და მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებთ იფრენს

168
აზიმუტი

რუსული ავიაკომპანიის „აზიმუტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვიდან ბათუმის, სოჭიდან კი თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

რეისები ბათუმის მიმართულებით „ვნუკოვოს“აეროპორტიდან 9 ოქტომბრიდან, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან დაიწყება.

რუსული კომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის რეისი ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი კი ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.

ბილეთის ფასი მოსაკრებლის გარეშე ერთი მიმართულებით 70 ევრო ეღირება.

„აზიმუტმა“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს მიიღო. კომპანია მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს კვირაში შვიდჯერ ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g