უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი „აზოვი“, რომელმაც რუსეთის არმიასთან უთანასწორო ბრძოლებში დიდი დანაკარგი განიცადა, აცხადებს, რომ პოლკი ცოცხალია და პირობას დებს, რომ ოკუპანტებისგან ისევე გაათავისუფლებს ქალაქ მარიუპოლს, როგორც ეს 8 წლის წინ გააკეთა.
„აზოვი“ ცოცხალია… ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულთათვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ „აზოვი“ „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ „აზოვი“ ახლა მთელი ქვეყანაა“, – ნათქვამია ქვედანაყოფის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ შეტყობინებაში.
ცნობისთვის, 8 წლის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლის ავანგარდში „აზოვი“ იყო, პრორუსული ძალებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც ამჟამად რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში