LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აზოვსტალიდან” მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

219
azovstali_w_h

აზოვსტალიდან” მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს.

ამავე ცნობებითმ 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

“300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა – ქალების და ბავშვების. სამოქალაქო პირები “აზოვსტალიდან” ფაქტობრივად, გამოვიყვანეთ. ახლა ვემზადებით საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპისთვის – დაჭრილებისა და ექიმების გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეთანხმების მიხედვით თუ იქნება და თუ არ იქნება ტყუილი. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის შექმნილი სირთულის მიზეზი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, არ ვჩერდებით. გასულ ღამეს რუსებმა რაკეტა გაუშვეს ხარკოვის მუზეუმის გასანადგურებლად.

მუზეუმები, ქრისტიანული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და თვითშემეცნება, როგორც ჩანს, საშინელ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსეთისთვის. დღეს დამპყრობლებმა რაკეტები ესროლეს ოდესას, ქალაქს, სადაც თითქმის ყველა ქუჩას აქვს რაღაც დასამახსოვრებელი, რაღაც ისტორიული, მაგრამ რუსული არმიისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მხოლოდ კლავენ და ანადგურებენ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები