LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აზოვსტალის” დამცველი ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი სავარაუდოდ, რუსეთში გადაიყვანეს

286
კჯ;ლყუ

რუსული სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ ქარხანა „აზოვსტალის“ რაიონში, საგამოძიებო მოქმედებებისთვის რუსეთში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, მათ შორისაა უცხოელი მოხალისეებიც. “ტასი” წერს, რომ რუსეთის საგამოძიებო უწყებებისგან ოფიციალური კომენტარი ვერ მოიპოვა, თუმცა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში, რუსეთში გაგზავნიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთ ნაწილს.

ზელენსკი: ურთულესი ზამთარი გველოდება

შეგახსენებთ, 6 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაშია “აზოვსტალის” 2500-ზე მეტი დამცველი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად.

20 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასრულდა “აზოვსტალიდან” უკრაინელი სამხედროების გაყვანა, საერთო ჯამში, “ტყვედ ჩაბარდა” 2439 და ქალაქ მარიუპოლზე დამყარებულია რუსეთის სრული კონტროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები