LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ურთულესი ზამთარი გველოდება

125
ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ წლევანდელი ზამთარი უკრაინისთვის ურთულესი იქნება.

“რუსეთის აგრესიის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, წლევანდელი ზამთარი, დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, მართლაც ურთულესი იქნება. წელს ჩვენ არ გავყიდით ჩვენს გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებისკენ იქნება მიმართული”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან და უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მომავალი ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად სპეციალური შტაბის შექმნის საკითხი განიხილა. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, იგეგმება რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ან განადგურებული თბოელექტროცენტრალების შეკეთება.

“ამ პროგრამის განხორციელება უახლოეს თვეებში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა”, – განაცხადა  ზელენსკიმ.

მიმართვაში მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის განაცხადი ევროკავშირში.

“უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მუდმივად ვმართავ შეხვედრებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. ამ მიმართულებით დიპლომატიური საქმიანობა ერთი დღითაც არ წყდება. ყოველდღიურად მესმის ცნობები ევროკავშირში პროცედურული გადაწყვეტილებების მომზადების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი დიპლომატები, მთელი სამთავრობო გუნდი – ყველა მუშაობს იმისთვის, რომ ივნისში უკვე მივაღწიოთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ველოდებით”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები