მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დროებით მოწყობილი საავადმყოფოს ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
„თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო, ეს ომის დანაშაულის ნიშანია“, – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.
მისივე თქმით, რუსებს ოთხი ე.წ ფილტრაციის ცენტრი აქვთ მოწყობილი, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებსაც ევაკუაცია სურთ. ბოიჩენკოს თქმით, ზოგიერთი ოჯახი, ვისაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება სურს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსებმა „აზოვსტალის” ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.