LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზრის თავისუფლებისთვის“ – ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადასცა

94
Untitled design (8)

„აზროვნების თავისუფლებისთვის“ – ევროპარლამენტმა ანდრია სახაროვის სახელობის პრემია უკრაინელ ერს გადასცა.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, პრემიას ანიჭებენ უკრაინის მამაც ხალხს პრეზიდენტის, არჩეული ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით.

პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსდა და ის ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებისა და თავისუფლების დაცვის, დემოკრატიის განვითარების, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სამართლის საქმეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g