LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის“ – სად გადაწყვიტა კოვიდის გამო ოჯახმა ცხოვრება

5831
ბიძ 22

ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა თუ არა, ამასთან დაკავშირებით ბევრი ექსპერტი  და პოლიტიკოსი სხვადახვა მოსაზრებას გამოთქვამს.

18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს 65 წელი შეუსრულდა.

ფოტო: ცოტნე ივანიშვილის საჩუქარი იუბილარ მამას

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უმცროს შვილს ხატვის ნიჭი აქვს

მან სწორედ ასაკი დაასახელა წასვლის ერთ ერთ  მიზეზად და აღნიშნა, რომ უნდა, ახალ თაობას დაუთმოს პოლიტიკური ასპარეზი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვებას გეგმავს.

თუმცა ეს ინფორმაცია  AMBEBI.GE -სთან ინტერვიუში უარყო ოჯახის მეგობარმა, ნიკუშა შენგელიას მეუღლემ ეკატერინე ჭიჭინაძემ.

 გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვე­ბენ…
არა, აქ არი­ან და წას­ვლას არ­სად აპი­რე­ბენ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვე­სა­უბ­რე, ორი­ვეს – მა­საც და ეკა­საც მი­ვუ­ლო­ცე.

ანუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ყო­ფილ­ხართ?
არა, არ ვყო­ფილ­ვარ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის.

ამ­ჟა­მად სად არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი?
კო­ვი­დის გამო ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ ვერც მე და ვერც ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობს. რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ისი­ნი არ მი­ნა­ხავს. არც მე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან რისკ-ფაქ­ტორ ჯგუფ­ში შე­ვიდ­ვარ. რა­ღაც პე­რი­ო­დი, მათ ვერ ვნა­ხავ, თუმ­ცა სულ მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ვიცი, რომ კარ­გად არი­ან. ერთი კვი­რის წინ, მათი ოჯა­ხი თბი­ლის­ში იყო. შე­იძ­ლე­ბა ახლა აბას­თუ­მან­ში არი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თბი­ლის­ში არი­ან. იცით, არც მი­კი­თხავს, ტე­ლე­ფო­ნით ამა­ზე არც ვსა­უბ­რობთ.

საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას აპი­რე­ბე­ნო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია…
არა, ღმერ­თო ჩემო, რე­ებს ბო­დავს ეს ხალ­ხი. საფ­რან­გეთ­ში მათ დიდი ხა­ნია სახ­ლიც აქვთ, მი­წაც, ქო­ნე­ბაც და აქამ­დე არ წა­სუ­ლან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g