„ღამის შოუს ბენდის“ წევრი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ ეპიზოდზე აქვს გადაღებული.
ულამაზესმა ბაბიმ თავის მეწყვილესთან ერთად ცეცხლოვნად იცეკვა და თავისი ნიჭი პარკეტზეც გამოავლინა.
„ცეკვების“ დასრულების შემდეგ ბაბიმ დაწერა:
„სულ სხვანაირი დილა გათენდა!..
ყველაზე ბრჭყვიალა პროექტი დაიწყო და ამ ძალიან რთულ ამბავს შევეჭიდე…
გუშინდელი ლაივის შემდეგ, ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე. დიდი მადლობა პირველივე წამიდან ასეთი მხარდაჭერისთვის.
მაქსიმალურად ვეცდები, გავამართლო თქვენი და ჩემი, უნიჭიერესი ერეკლე გირგვლიანის იმედები…“
აღსანიშნავია, რომ ბაბისთან ერთად, პროექტში მონაწილეობს მისი კოლეგა თათა გიორგობიანიც. გოგონები ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამენ და სურთ, ფინალში ერთად იდგნენ.
ფოტო: ბაბი კირკიტაძის დახვეწილი სტილი – მომღერალი ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს
ვიდეო: ბაბი კირკიტაძე ფრიდონ სულაბერიძე უმცროსთან ერთად აცეკვდა