LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის ცხედარს ინექციის კვალი არ აღენიშნება: პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს

142
BACHALIASHVILI

პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა.

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური  ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის  ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების  და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და  არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით “, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული დასკვნის მიხედვით ცხედარს არ აღენიშნება რაიმე სახის გარეგნული დაზიანება.

  
„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

რამიშვილის წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის ყალბი: ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება – პროკურატურა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g