შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. უწყებაში ამბობენ, რომ უკვე ესაუბრნენ გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს იმ განცხადებაზე, რაც საქმეში FBI -ის ჩართვას ეხებოდა და მათ სამინისტროში შეხვედრა შესთავაზეს.
"თუ FBI არ ჩაერთო, შიმშილობას დავიწყებ...ასე ხოცავენ ყველას და აშინებენ ხალხს" - ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია საელჩოსთან
"იმედი მქონდა, რომ ელჩი კელი დაგნანი შემხვდებოდა, ვნახოთ რამდენად გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდება"
“სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – ამბობენ უწყებაში.
შეგახსენებთ, დღეს ამ მოთხოვნით ოჯახი ამერიკის საელჩოსთან მივიდა და აქცია გამართა.