მაია ბარათაშვილი ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, რატომ არ მოისურვა ოჯახის შექმნა:
„არასდროს მქონია იდეაფიქსი, რომ აუცილებლად შემექმნა ოჯახი. უნდა გითხრათ, რომ შესაფერის ადამიანსაც ვერ შევხვდი. ნამდვილად არ ვნანობ. ვიცი, რომ ქრისტიანული ცხოვრების მტკიცე ფუნდამენტია კარგი ოჯახი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდა. ზოგადად, მიყვარს მარტოობა და არ ვგრძნობ თავს დაჩაგრულად. მაქვს საყვარელი საქმე, მყავს მეგობრები და ვცხოვრობ ქრისტიანულად“.
მაია ბარათაშვილი: „თუ უნდა, ქალს შეუძლია, 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს…“