LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩიაშვილის ადვოკატი: „პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა, წასვლა არავისთან შეუთანხმებია – ან მე რატომ უნდა გამოვკითხო რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით რატომ უნდა დავინტერესდე?“

231
ლევან მახაშვილი, გიორგი ბაჩიაშვილი

„როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ“, – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის რომელ ქვეყანაშია თავის დაცვის ქვეშ მყოფი პირი.

მისი თქმით, ერთადერთი ის იცის, რომ ბაჩიაშვილი თანხმობას აცხადებს ჩვენების დისტანციურად მიცემისთვის.

ადვოკატის განმარტებით, ბაჩიაშვილს ქვეყნიდან წასვლა არავისთვის შეუთანხმებია.

„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ“ – გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი წერს.

„პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია. ხომ გეუბნებით, დღეს, მე მას ვესაუბრე, ჩვეულებრივად მოლოდინი მქონდა პროცესზე გამოცხადების. ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [სად არის]”,– განაცხადა მახარაშვილმა.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ პატიმრობის შემთხვევაში ის ციხეში დაუცველი დარჩებოდა „ივანიშვილის ჯალათების პირისპირ”:

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რეზონანსულია ეს საქმე, ხშირად გვისაუბრია პერსპექტივებზე. გამოკვლეული მტკიცებულებების შემდეგ ყველანაირად ჰქონდა განწყობა, რომ დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. დანარჩენი, ახლა, მე მესმის, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მაგრამ ნამდვილად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ არანაირ დეტალებთან დაკავშირებით. დღეს შევიტყვე, როგორც თითოეულმა თქვენგანმა, ამ პოსტის შემდეგ”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g