LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ახალაია: „ეს ხელისუფლება არის დასამხობი… დასამხობი და გამოსაყრელია მათი ყველა ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“

113
ბაჩო ახალაია

„გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ!“ – ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანს სადაც ამ წუთებში 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სხდომის დახურვას შუამდგომლობს, დაცვის მხარე კი სხდომის დახურვის წინააღმდეგია. ბაჩო ახალაიას განცხადებით, „შეუძლია თავი დადოს“, რომ ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მასსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარს ასახავს, ყალბია:

„ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია… დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, – განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕💬 „საქმეში დევს თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერი არის ყალბი და ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ჩანაწერის…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g