LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს – არჩევნების შემდეგ ენმ-ის სათავეში ერთ მუშტად შეკრული გუნდი ეყოლება

162
ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია

„არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში ერთ მუშტად შეკრული გუნდი ეყოლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც, ერთი გუნდი იქნება, რომელიც იმავეს არ იზამს, რასაც აქამდე აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება. მან ჟურნალისტებთან არჩევნების ტექნიკურ ნაწილზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებობენ გამცხრილავი ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ სხვა პარტიასთან ასოცირებულ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლებას ჩამოართმევენ.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ გარეშე პირს ექნება სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე დარეგისტრირდეს. ამისათვის წესი შევიმუშავეთ. არსებობს გამცხრილავი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ.

ის ადამიანები, რომლებიც იდენტიფიცირდებიან და გაიგივდებიან რომელიმე სხვა პარტიასთან, გამცხრილავი ჯგუფების მიერ ხმის მიცემიდან ამოვარდებიან. ჯგუფები ყველა პარტიის მომხრეებით არის დაკომპლექტებული. ყველას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად ეცადონ, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არჩევნების დისკრედიტაცია არ მოახდინონ.

არჩევნები მართლა ძალიან უდროოდაა ჩანიშნული, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ის მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩატარდეს. არჩევნების რეგისტრაციის პროცესში ხარვეზები არ არის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საარჩევნო პროცესი უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით დაიწყო: ნიკა მელია

ზუგდიდში ნიკა მელია პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში ხვდება.

მისი თქმით, არის მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამომრჩეველმა პროგრამაში დასარეგისტრირებლად უნდა გაიაროს. როგორც მანვე აღნიშნა, პარტიას სჭირდებოდა ისეთი პლატფორმის შემუშავება, რომელიც გაუტეხელი იქნებოდა. დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე 35 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული იმ ფონზე, როცა წინა თავმჯდომარის არჩევნებში დაახლოებით 27 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ ამომრჩეველს „ფეისბუკი“ ჰქონდეს, რადგან „ფეისბუკის“ პროფილებით გადამოწმდება, არიან თუ არა ამომრჩევლები სხვა პარტიის მხარდამჭერები.

დასმულ კითხვაზე დატოვებს თუ არა ვინმე „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების დასრულების შემდეგ, დოლიძემ უპასუხა, რომ გამარჯვებული კანდიდატი პარტიის მოწინავე ხაზს მისთვის სანდო ადამიანებით დააკომპლექტებს, თუმცა ეს არ იქნება იმის მიზეზი, რომ ვინმე პარტიიდან წავიდეს.

„მეორე ტურის ალბათობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, არსებობს, თუმცა პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდება. ბუნებრივია, გამარჯვებული კანდიდატი წინა ხაზზე დააკომპლექტებს გუნდს, რომელსაც ენდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს გარიცხავს და ვინმე პარტიას დატოვებს.“–  განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვიდეო: “ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს” – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g