ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ პარტიის შიგნით მყოფი ადამიანები თავმჯდომარის დასაკლავ დანას ლესავდნენ.
“ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად.
თუ უდიდესი გულისტკენის ეპიზოდები არ განიცადე, სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის.
მე მოვიყვანე ხაბეიშვილი პარტიაში. ახლა რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს რასაც მიკეთებს, ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს… ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ. გამოირჩევა ლოზუნგებით.
საზოგადოებამ განსაჯოს – ან სიმართლე ან ტყუილი, ან უწესობა და წესიერება, ან ზნეობა და ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია. მე ვუფრთხილდებოდი მთავარს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. თურმე შიგნით გვქონია დასამარცხებელი. ეს ადამიანები გვერდში დგომის ნაცვლად ლესავდნენ პარტიის თავმჯდომარის დასაკლავ დანას “, – ამბობს მელია.
მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს
ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები