LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: ყველას პატივს ვცემ და მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს

193
BeFunky-collage (3)

„მე არ მრცხვენია ნაციონალური მოძრაობის წარსულის, გამორიცხულია. მე ყველას პატივს ვცემ და მათ შორის, ვერც ბაჩო ახალაიას მოვიხსენიებ აუგად, არასდროს ვიკადრებ ამას, მით უმეტეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ძალიანაც კარგი და დავით კეზერაშვილიც რომ მხარს მიჭერს, ძალიანაც კარგი”,- ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა  გააკეთა.

მისივე თქმით, მას მხარს ნამდვილი პარტიული ხალხი უჭერს.

„მე არ მრცხვენია ნაციონალური მოძრაობის წარსულის, გამორიცხულია. მე ყველას პატივს ვცემ და მათ შორის, ვერც ბაჩო ახალაიას მოვიხსენიებ აუგად, არასდროს ვიკადრებ ამას, მით უმეტეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ძალიანაც კარგი და დავით კეზერაშვილიც რომ მხარს მიჭერს, ძალიანაც კარგი. სხვათა შორის გენერალი ჯანაშიაც მხარს მიჭერს, გენერალი ჭანკოტაძეც მხარს მიჭერს, დიმა შაშკინიც, პეტრე ცისკარიშვილიც, გიორგი ბოტკოველიც, დავით კირკიტაძეც და ყველა… ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს. რომ ვაკვირდები, დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცებს ეშინიათ, რომ ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდესო, ხალხო, ახლა უნდა ვებრძოლოთო იმათო, ასე გვინდაო ჩვენო, ოთახებში გვინდაო.”, – განაცხადა ხაბეიშვილმა „TV პირველის” ეთერში

მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს

არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ: ლევან ხაბეიშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები