„28-29 იანვარს, 48 საათის განმავლობაში გაიმართება არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად ოპოზიციურ ველზე.”, -ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტია ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით.
„ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტია ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით ახლა. 28-29 იანვარს, 48 საათის განმავლობაში გაიმართება არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად ოპოზიციურ ველზე. ეს იქნება ხედვებს შორის დაპირისპირება, მიდგომებს შორის დაპირისპირება და საზოგადოებას, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ამომრჩეველებს, მხარდამჭერებს მიეცემათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმდაგვარად, რომ ფარულობა იქნება მაქსიმალურად დაცული”, – განაცხადა მელიამ
ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები