„ნაციონალურ მოძრაობაში იმდენი ადამიანი იყო, შედის, გადის და მუშაობდა მათი ხელისუფლების დროს, ამ კაპიტალის დაკარგვა როგორ შეიძლება, პირიქით, ის ვისაც არ აქვს შეხება კონკრეტულ დანაშაულებთან, ყველა უნდა ჩავაბათ აუცილებლად ქვეყნის მშენებლობაში”,- ამის შესახებ განცხადება მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს იქნება ენმ-ში, ვისაც აქვს “ინტელექტუალური კაპიტალი”, მათთან სიამოვნებით იმუშავებს.
„ქვეყნის მართვაზე როდესაც ვიღაცა ამბიციას აცხადებს, ამბიციას აცხადებს ამ ცოდნით, მე დღეს ვერ ვხედავ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში უფრო მეტი ცოდნაა მაგალითად საჯარო სექტორის რეფორმაზე, ვიდრე ეს მე ვიცი და თუ არის, სად არის ეს ცოდნა? მარტო რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგები, სამეფო კარის ინტრიგები… ხალხს რისი იმედიც ჰქონდა ამ პარტიიდან, რაც ჰქონდა დადებითი ამ პარტიას, ეს იყო რეფორმების შესახებ ცოდნა და ეს ცოდნა ხალხმა შეიძლება სხვაგან მოძებნოს, მაგალითად ჩვენთან, თუ არადა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა უნდა შეგვეჯიბროს ამ რაღაცებში, მაგრამ ამის მაგივრად რას ვხედავთ? არ მგონია, მის ამომრჩეველს მოსწონდეს ის დისკურსი, რაც ამ პარტიას მიჰყავს.
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები აუცილებლად გადანაწილდებიან და უკვე ნაწილდებიან, ვიღაცები დარჩებიან იმ ხელწერის, ხაზის ერთგულნი, ძირითადად ეს სააკაშვილის ხაზი იყო თავის დროზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა, მაგრამ ამის გარდა, რეფორმისტულად ორიენტირებული ამომრჩეველი ეძებს იმ ხმას, რომელიც ორიენტირებულია რეფორმებზე. ამისთვის, თუ ვინმე იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, ვისაც აქვს ინტელექტუალური კაპიტალი, მათ მოვიყვანთ ჩვენთან. ანუ მე სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან, მაგრამ ეს ნოუ ჰაუ და ეს კაპიტალი ნაციონალურ მოძრაობაში უკვე აღარ არის, ჩვენ მას ვეღარ ვხედავთ. ნაციონალურ მოძრაობაში იმდენი ადამიანი იყო, შედის, გადის და მუშაობდა მათი ხელისუფლების დროს, ამ კაპიტალის დაკარგვა როგორ შეიძლება, პირიქით, ის ვისაც არ აქვს შეხება კონკრეტულ დანაშაულებთან, ყველა უნდა ჩავაბათ აუცილებლად ქვეყნის მშენებლობაში” – განაცხადა დოლიძემ „TV პირველის” ეთერში.
სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა – აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო: შალვა ხაჭაპურიძე