LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარამიძე: იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო გუნდის შიგნით, კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს

136
გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე უკანონო მოსმენების საკითხზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ვინც ამას დღეს აკეთებს, ტრივიალური პუტინისტი ქოცია“.

როგორც ბარამიძე აცხადებს, იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი სერიოზული ლიდერი, ასეთ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ არ გამოიყენებს:

„მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი.

შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს არ გამოიყენებს.
დიდება საქართველოს!

#თავისუფლებამიშას და ნიკას!“, – წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ექსპრეზიდენტრ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g