„ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ“, – ამის შესახებ „ერთიანი აციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს“:
„ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის.“ – წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ექსპრეზიდენტრ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.