LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა – აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო: შალვა ხაჭაპურიძე

193
სააკაშვილი და ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები „სისულელეა და ახლა ამის დრო არ არის“. აღნიშნული განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა.

ხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს

მისივე თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ მსგავსი კადრების გავრცელება უნდა დასრულდეს.

ბარამიძე: იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო გუნდის შიგნით, კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს

„არ იცოდა მე მოვუყევი, აღშფოთდა და თქვა, რომ რა დროს ჩანაწერებია. ეს ყველაფერი სისულელეა და ახლა ამის დრო არ არისო. რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო, დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ხვიჩია: ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მით უმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული

ჩერგოლეიშვილი: კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g