LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ.. ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაციაა“ – ვინ როგორ აფასებს გავრცელებულ ჩანაწერს

150
Untitled design

9 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

აღნიშნულ ჩანაწერებს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის წევრები და ექსპერტები აფასებენ.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ „პარტიის წევრებს ენმ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ“.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული დაძაბულობის და დაპირისპირების გაზრდას ემსახურება და ეს ხელისუფლების ინტერესშია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჩანაწერის გამოქვეყნება არაერთი სუბიექტის ინტერესში შეიძლება შედიოდეს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური: ავთენტურია თუ არა, ამაში შესვლას აზრი არ აქვს, ეს ჩვენგან სერიოზული არ იქნება. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა – სადაც 10-15 წლის წინ ვიყავით, სამწუხაროდ, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით დღესაც იქ ვართ. ფაქტია, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა ბევრად უკან არის და ჩვენი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში ბევრად პროგრესირდა. ფაქტობრივად, პოლიტიკური ელიტა ვერ ეწევა საზოგადოების განვითარების დონეს და მოთხოვნებს. ჩანაწერის გამოქვეყნება არაერთი სუბიექტის ინტერესში შეიძლება შედიოდეს, არ ვგულისხმობ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“.

ხვიჩია: ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მით უმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, მას არ ჰგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ებრძოდნენ:

„ვფიქრობ, რომ დაძაბულობის და დაპირისპირების გაზრდას ემსახურება. შეიძლება ვინმე ცდილობდეს, ეს ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ებრძოდნენ. თუ შევხედავთ, რომ უფრო გაღრმავდება პოლარიზება და დაპირისპირება მსგავსი ჩანაწერების ფონზე ენმ-ში, ეს შეიძლება ხელისუფლების ინტერესში იყოს, მე ამას ასე ვხედავ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ბარამიძე: იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო გუნდის შიგნით, კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებ

გავრცელებულ ჩანაწერს ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძეც და მას ფაბრიკაციას უწოდებს.

კითხვაზე, ჩანს თუ არა ჩანაწერების გავრცელებაში ვანო მერაბიშვილის ხელწერას, ბაჩო დოლიძე ამბობს: ხო, აბა, ვისი ხელწერაა“.

„ეს არის ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაცია. ფარდის უკან ცდილობენ, სიტუაციებზე გავლენა მოახდინონ.

ლევან ხაბეიშვილი არ არის ის ბიჭი, რომ მსგავსი ბინძური მეთოდებით ცდილობდეს პაექრობას. ადამიანები, რომლებიც დგანან მის უკან, სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობენ და ვერც ვერასდროს ისწავლიან. ასეთი ადამიანები არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც კი საშიში არიან. ხაბეიშვილი ამ ამბავს ემიჯნება, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება, ვის აინტერესებს შინაარსი. უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით სირბილი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს გამოდებდნენ საჯაროდ და ასეთ ფატალურ შეცდომას დაუშვებდნენ“, – ამბობს ბაჩო დოლიძე.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის თქმით, „აუდიოჩანაწერები სისულელეა და ახლა ამის დრო არ არის“.

სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა – აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო: შალვა ხაჭაპურიძე

ჩანაწერთან დაკავშირებით მმართველი გუნდიდან კომენტარი გააკეთა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც:

„რადიკალებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ. რაც უფრო მოახლოვდება გაკოტრებულ და განულებულ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები, საზოგადოება პარტიის კლანების მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიბინძურეს ნახავს. ცხადია, მათი მხრიდან ეს ახალი არ არის, ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვხედავდით, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, როცა ოპოზიციაში არიან, იმავეს აკეთებენ. გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება: „გველი იცვლის კანს, მაგრამ არა ზნეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღესვე, აღნიშნულს გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც:

„ყველაფერი შეიძლება, შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მისი პოლიტიკური ოპონენტები. ვფიქრობ, რომ მელია ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო პრობლემატური ფიგურაა, ვიდრე ხაბეიშვილი. მისი კომპრომეტირება და პოლიტიკური ნეიტრალიზება ხელისუფლების ინტერესებშია. მელიას პოლიტიკური პოტენციალი და მასშტაბი ბევრად დიდია, ვიდრე ხაბეიშვილის. ჩანს, რომ ხაბეიშვილი ხელისუფლებასთან უფრო აქტიურად ოპონირებს, მაგრამ აქტიური ოპონირება ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტიანობას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ჩერგოლეიშვილი: კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარასხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g