LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს – ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს

384
BeFunky-collage (3)

„2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. მალევე ირკვევა, რომ ქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, ვებრძვით კალაძეს, ივანიშვილის ინტერესებს. ამ პროცესში მე და ბევრმა ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ივანიშვილს და „ქართულ ნებას“, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი”, – ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როდესაც მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი.

„ამ დროისთვის მელიას არც აქცია ჰქონდა დაშლილი, არც მიხეილ სააკაშვილი იყო ციხეში და არც რამე სახის პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ეს დაპირისპირება მოხდა. მე ვანო მერაბიშვილზე როცა ვსაუბრობ ახლა, არ ვსაუბრობ 2003-2012 წლის განმავლობაში. ამ ადამიანმა 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში დაჰყო ბიძინა ივანიშვილის ციხეში და ვფიქრობ, არ არის ბევრი ისეთი ადამიანი ჩემ გარშემო და ქვეყანაშიც, რომელსაც შეუძლია, 6 წელი და 9 თვე ციხეში სამარტოო საკანში იჯდეს. ამ პერიოდს არ ვეხები. ვეხები იმას, რასაც თავად გადავაწყდი. ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამდე მე მას გარეთ მხოლოდ ორჯერ შევხვდი. პირველად საფუძვლიანად ვნახე ციხეში, როცა უკვე დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი გენერალური მდივანი. კარს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, წევრებს ხელახლა უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი. გახსოვთ მაშინ, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო, დააფუძნა „ევროპული საქართველო“ და ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს.

შევედი მასთან მარტივი წინადადების განსახილველად. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში გვაქვს ყრილობა სპორტის სასახლეში და უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად, რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა და მეტიც, მთხოვა, ეს არ გავაკეთოთ. მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნობა. კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში განვიხილეთ ეს საკითხი. ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, პარტიამ კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად ყრილობაზე. ზუსტად მეორე დღეს, გავრცელდა მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად. ამიტომ ჩემთვის 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, არათუ არ არ იყო ცნობილი, ვიცოდი, რომ სულ მცირე, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი“, – განაცხადა  მელიამ.

მელიას თქმით, მერაბიშვილი მას 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიდა.

„მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი, მელიას საარჩევნო შტაბი, იქნებ არ დაეხმაროთ. დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო. მეტიც, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არედან რამდენიმე ხნის განმავლობაში. სამი დღის შემდეგ გამოჩნდნენ ეს ადამიანები, მოვიდნენ და მომიყვნენ სიმართლე“, – განაცხადა მელიამ.

ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე დგას: მირდატ ქამადაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ.. ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაციაა“ – ვინ როგორ აფასებს გავრცელებულ ჩანაწერს

ბაჩო დოლიძე: დადასტურებული ფაქტი მაქვს და ვიცი, ვინ დაატარებდა ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში, ეს ადამიანები ვანო მერაბიშვილთან არიან აფილირებული

„პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას“ – გიორგი რურუა

ლევან ხაბეიშვილი: ყველას პატივს ვცემ და მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს

მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს

ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები

ნონა მამულაშვილი : პარტიის გაჯანსაღებაზე საუბრის ნაცვლად, ერთმანეთს ტალახს ვესვრით, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g