LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაჩოს დედა ჩემთან მოდიოდა რეანიმაციაში, შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი დედამთილზე

5278
2026-02-17_00-01-56_751108

ლიკა კუჭუხიძე, რომლის მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

ლიკა ბაჩოს დედაზე საოცარი სიტყვებით საუბრობს და ამბობს, რომ ის მისთვის არა დედამთილი, არამედ მეორე დედაა.

„ბევრი მწერს და მეკითხება, როგორ არის ჩემი დედამთილი, როგორ უნდა იყოს დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა…
ერთადერთი შვილი ჰყავდა, ისიც სიმწრით გაზრდილი, მისი იმედი, მისი ძალა, მისი ცხოვრების აზრი და ეს ყველაფერი დაკაგრა. მაგრამ ამ ტკივილში ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთს ვუჭერთ ხელს…
ერთმანეთით გადაგვაქვს ის, რაც არცერთმა დედამ და არცერთმა ადამიანმა არ უნდა გადაიტანოს.

ასმუნია 4 წლის წინ გავიცანი. პირველივე დანახვაზე ეტყობოდა, როგორი გულის ადამიანი იყო, მაგრამ ბაჩოს ამბის შემდეგ მივხვდი თუ რამხელა დიდი გული ქონია.
როცა მე საავადმყოფოში ვიწექი, თავის ერთადერთ შვილს ზალაში ტოვებდა დასვენებულს და ჩემთან მოდიოდა რეანიმაციაში…

შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია,
არაფერი მეფიქრა ცუდი, რადგან ჩემი ჯამრთელობის მდგომარეობისთვის საზიანო იყო. მაცინებდა მაშინ, როცა თვითონ ყველაზე მეტად სტკიოდა. მამშვიდებდა მაშინ, როცა თავად იყო დასამშვიდებელი.

როცა ბაჩოზე ვეკითხებოდი, რას ჭამდა, როგორ ეძინა უჩემოდ, რითი გაჰყავდა დრო ისე მიყვებოდა, იმდენად დამაჯერებლად მიყვებოდა, რომ ვერაფერ ცუდს ვერ ვიფიქრებდი მაგ მომენტში. ბაჩოს ამბის გაგების შემდგომ მივხვდი, იმ წუთებში საკუთარ გულს და გულის ტკივილს მალავდა, რომ მე ცუდად არ გავმხდარიყავი და ჩემი გული არ დამემსხვრია. რამხელა გული უნდა ჰქონდეს დედას, რომ საკუთარი ერთადერთი შვილის ტკივილი გულში ჩაიკეტოს და რძალს დაუდგეს გვერდში…

ასმუნიაზე დედამთილივით არასდროს შემიხედავს, თავიდანვე დაქალებივით ვიყავით
და დღეს ეს სიტყვა (დედამთილი) საერთოდ აღარ არსებობს. ასმუნია ჩემთვის უბრალოდ დედამთილი არ არის, ის ჩემი მეორე დედაა…
და ბაჩოს შემდეგ, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი. ყოველთვის მითქვამს და ახლაც ვიტყვი ჩემი დედუნიასნაირი ქალი, სახელად „დედა“, არც არასდროს დაბადებულა
და ვერც ვერასდროს იარსებებს…“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.

24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაჩო ლასარეიშვილი, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.

„ყველა მთხოვს, ბაჩოზე დავწერო როგორ გავიცანი და როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g