წყვილს ქორწინების ერთი წელი შეუსრულდა, თუმცა ამ დღეს ლიკა საყვარელი მამაკაცის გარეშე შეხვდა.
„დღეს 24-ივნისია, ის დღეა როცა ჩვენ გავიპარეთ...1-წელი შეგვისრულდებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ტკივილიანი დღეა “ - ლიკა კუჭუხიძის სევდიანი პოსტი
სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილს, მორიგ ემოციურ პოსტს უძღვნის.
ლიკა კუჭუხიძე არქივიდან მათ ერთობლივ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ ბედნიერი დღეების უკან დასაბრუნებლად ყველაფერს დათმობდა.